იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო “იუვენტუსთან” გასამართ იტალიის თასის ფინალს, მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩთან აიგივებს.
“ეს თამაში ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ტოლფასია. ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ტიტულის მოგება ძალიან სურთ. “მილანი” ეთამაშება გუნდს, რომელიც ბოლო წლებში დომინანტია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ დაპირისპირებისთვის. გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ თამამად ვითამაშოთ და “იუვეს” სივრცეები შევუზღუდოთ. “იუვენტუსი” ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ არავის შეუძლია ყველა მატჩი სრულყოფილად ჩაატაროს”, - განაცხადა გატუზომ.
“იუვენტუსისა” და “მილანის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.