საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის 1/32-ფინალში ფრანგ გაელ მონფილსთან 2:6, 6:3, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ნიკამ უშანსოდ დათმო. მეორე პარტიაში კი ბასილაშვილმა საუკეთესო თამაში აჩვენა და მეტოქე უშანსოდ დატოვა. გადამწყვეტ მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ პირველ გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ხოლო გადამწყვეტ მეცხრე გეიმში კი ბასილაშვილი სამ ბრეიკ-პოინტს ვერ იყენებს. ჯამში მონფილსმა ოთხი შესაძლებლობიდან ოთხივე ბრეიკი გააკეთა, ნიკამ კი 10 შესაძლებლობიდან მხოლოდ - ორი. სწორედ ეს გახლავთ ქართველი ჩოგბურთელის მარცხის მიზეზი.
ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში გასვლით 40 სარეიტინგო ქულა 22 000 ევრო გამოიმუშავა. ნიკოლოზმა 77 ადგილიდან “ლაივ-რეიტინგში” 72-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.