ფეხბურთი

16:28 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “შესვენებისას მესი მსაჯზე ზეწოლას ახდენდა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მსაჯზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, შესვენებისას არგენტინელი მატჩის მთავარ არბიტრთან საუბრობდა.

“შესვენების დროს მესი მსაჯზე ზეწოლას ახდენდა. არ ვიცი, იყო თუ არ იქ ვიდეოკამერები, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი მინდორზე უნდა გაირკვეს”, - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ალეხანდრო ერნანდესის მსაჯობა კი, მაღალ დონეზე არ შეფასებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115203