ფეხბურთი

17:30 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" "ბარსელონას" თავდამსხმელის დამატება სურს

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის თავდამსხმელმა 18 წლის აბელ რუისმა შესაძლოა კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს. აღნიშნული ინფორმაცია Superdeporte-მ გაავრცელა.

ახალგაზრდა მოთამაშემ გავრცელებული ინფორმაციით წინასწარ უკვე შეათანხმა კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი. ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, აბელი გუნდში 2019 წლამდე ითამაშებს. "ვალენსიას" კი იმედოვნებს რომ იმედისმომცემ ესპანელს გადაიბირებს. ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა არ დასახელებულა.

რუისი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და 18 წლის თავდამსხმელი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის გარდა 19-წლამდელთა გუნდშიც თამაშობს. ესპანეთის 17-წლამდეთა ნაკრებში აბელმა თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო და 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა. 19-წლამდელთა ნაკრებში კი ხუთ შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. ამჟამად თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება სამი მილიონი ევროა.

0.10572