მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკის საქციელზე ისაუბრა. პოლონელი “კიოლნთან” მატჩის (3:1) 77-ე წუთზე გერმანელმა სპეციალისტმა შეცვალა, რამაც ლევანდოვსკის უკმაყოფილება გამოიწვია.
ნამატჩევს ამაზე კომენტარის გაკეთება 73 წლის ჰაინკესს მოუწია:
“მე კარგად მახსოვს, მეც ფორვარდი ვიყავი და ეგოისტები ვართ, რადგან ჩვენს სტატისტიკაზე ვფიქრობთ. ლევანდოვსკისაც 30-ე გოლის გატანა სურდა ბუნდესლიგაში. თუმცა, უნდა ესმოდეს, რომ ლიდერი აქ მე ვარ და არავინ სხვა. უკვე ვესაუბრე რობერტს და მოხდარზე და ყველაფერი მოგვარდა”, - განაცხადა ჰაინკესმა.
შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” დატოვებს. ლევანდოვსკი კი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას 29 გოლით ლიდერობს.