მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ეშურება. 32 წლის კიპერს ბოლო 13 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩატარებული და ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
აქედან გამომდინარე, უცნობია, შეძლებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს. აღნიშნულ კითხვას, “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა უპასუხა:
“მე კარგად ვიცნობ ნოიერს. მას დიდი ამბიციები აქვს და მუნდიალზე თამაში სურს. ფიქრობ, რომ ტურნირს მზად შეხვდება, მაგრამ რისკზე წასვლა არ შეიძლება”, - განაცხადა ჰაინკესმა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 40 დღეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საკმაოდ კარგად თამაშობს და არაა გამორცხული გერმანიის ნაკრების კარის დაცვა იოაჰიმ ლიოვმა მას მიანდოს.