ფეხბურთი

15:20 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნება 25 წლის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ნიმმა” ლიგა 1-ის საგზური გაიფორმა. ბერნარ ბლაკარის გუნდმა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება “გაზელეკს” (4:0) ძლევის შემდეგ გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ “ნიმი” ლიგა 1-ში ბოლოს 1992-1993 წლების სეზონში თამაშობდა და შესბამისად, ფრანგული ფეხბურთის ელიტას 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ნიანგები” ოთხჯერ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, სამჯერ საფრანგეთის თასის ფინალში დამარცხდნენ. თავის დროზე ამ გუნდის ღირსებას ერიკ კანტონა, ლორან ბლანი და სხვები იცავდნენ.

თეგებინიმილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114678