“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის 36-ე ტურში “ბრაიტონთან” (0:1) დამარცხდა და საინტერესო შედეგს მიაღწია. “წითლების” ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პრემიერლიგის ერთ სეზონში სამ ახალწვეულ გუნდთან მარცხი განიცადეს.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა მიმდინარე სეზონში ჯერ “ჰადერსფილდთან” წააგო (1:2), შემდეგ “ნიუკასლთან” ვერ გახდა ვერაფერს (0:1) და ახლა უკვე “ბრაიტონთან” (0:1).
"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორე ადგილზე იმყოფებიან. "მანჩესტერს" სეზონის მთავარი მატჩი 19 მაისს ელოდება, როდესაც ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის "ჩელსის" გაეჯიბრება.