რომის “ლაციოს” თავდამსხმელ ჩირო იმმობილეს ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორც წინასწარ ვარაუდობდნენ.
La Repubblica-ს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ორი კვირა იუქმებს და არსებობს შანსი, რომ მან 20 მაისს, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ინტერთან” ითამაშოს.
იმმობილემ კუნთის ტრავმა 29 აპრილს, “ტორინოსთან” შეხვედრაში მიიღო. კლუბის სამედიცინო შტაბის შიშობდა, რომ ფეხბურთელს გაცილებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუწევდა მკურნალობა.
ჩირო იმმობილე სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია 32 მატჩში გატანილი 29 გოლით (11 საგოლე პასი).