ფეხბურთი

18:09 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “მილანისა” და “იუვენტუსის” რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” “მილანისა” და “იუვენტუსის” რეკორდი გაიმეორა. “რეალი” გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა (1992 წლიდან, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა).

ესპანელებმა 2016-2018 წლებში მიაღწიეს გადამწყვეტ მატჩამდე, “მილანმა” იგივე 1993-1995, ხოლო “იუვენტუსმა” 1996-1998 წლებში მოახერხა.

მადრიდელებმა წინა ორი ფინალი მოიგეს, ხოლო “როსონერიმ” (“მარსელთან” 0:1, “ბარსელონასთან” 4:0, “აიაქსთან” 0:1) და “ბიანკონერიმ” (“აიაქსთან” 4:2 პენალტების სერიაში, “დორტმუნდთან” 1:3, “რეალთან” 0:1) სამი ფინალიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხეს თასის მოგება.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი ასევე მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდი ზედიზედ სამჯერ გაიყვანა ლიგის ფინალში. მანამდე ეს, “მილანის” თავკაცის პოსტზე ფაბიო კაპელომ და “იუვენტუსის” მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ შეძლეს.

რაც შეეხება ჩემპიონთა თასს – “ბაიერნმა” 1974-1976 წლებში და “აიაქსმა” 1970-1972 წლებში სამჯერ მოიგეს, ხოლო “რეალმა” 1956-1960 წლებში ხუთჯერ მოიპოვა თასი.

0.117392