მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა “რეალთან” (2:2) შეხვედრა შეაფასა. 73 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ფინალში გასვლას იმსახურებდა.
“ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ, როგორც ფეხბურთში ხშირად ხდება, ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. გავითვალისწინოთ, რომ “რეალი”, ყოველთვის” “რეალია”. მსაჯზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ჩვენ ორივე თამაშში მეტოქეს ბევრი საჩუქარი გავუკეთეთ. თუმცა, ვიმეორებ, ფინალში გასვლა “ბაიერნმა” უფრო დაიმსახურა”, - განაცხადა ჰაინკესმა.
შეგახსენებთ, “რეალმა” “ბაიერნი” ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა – ზედიზედ მესამედ.