მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ აღიარა, რომ “ბაიერნთან” მატჩში ბურთი ხელზე მოხვდა და მისი გუნდის კარში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.
45-ე წუთზე ჯოშუა კიმიხის ჩაწოდების შემდეგ, მარსელოს ბურთი მარცხენა ხელზე შეეხო, თუმცა მსაჯებს ეპიზოდზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
“წესის დარღვევა იყო, ბურთი ხელზე მომხვდა. ეს იყო პენალტი და სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, უნდა ვიცრუო. მაგრამ ფეხბურთი ასეთია. არ ვსაუბრობ მსაჯების შესახებ, რადგან ისინი ცდებიან ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ, ზოგჯერ წინააღმდეგ. მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა მარსელომ.
შეგახსენებთ, “რეალმა” “ბაიერნი” ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.