ფეხბურთი

23:26 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: "რეალი" დაუმარცხებელი არაა"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მადრიდის “რეალთან” მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 73 წლის სპეციალისტის განცხადებით, “ბაიერნმა” უფრო ეფექტურად უნდა ითამაშოს, ვიდრე ერთი კვირის წინ.

“ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში დაამტიცა, რომ გამარჯვება შეუძლია. მადრიდში კარგი ფეხბურთის საჩვენებლად ჩამოვედით და ყველაფერს გავაკეთებთ მოქმედი ჩემპიონის დასამარცხებლად. ამის გაკეთება რთული იქნება. გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ და ვიცით, რომ მეტოქე ამაში ხელს შეგვიშლის. “ბაიერნს” უფრო ეფექტურად თამაში სჭირდება, ვიდრე ეს მიუნხენში გააკეთა. საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მადრიდში, “რეალის” დამარცხება რომ შეიძლება, ეს “იუვენტუსმა” უკვე დაამტკიცა. გასულ სეზონს რაც შეეხება, მაშინ მე არ ვიყავი “ბაიერნის” მწვრთნელი და ახლა განსხვებული სიტუაციაა ორივე გუნდში”, - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო. საპასუხო შეხედრა კი 1 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115098