სხვა

17:06 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეების წარმატება მსოფლიოს თასზე

28 აპრილს, კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, საქართველოს პარაფარიკაობის გოგონათა ნაკრებმა, გუნდურ ასპარეზობაში (ხმლით ფარიკაობა) მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდნენ - ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.

ინდივიდუალურ შეჯიბრში, ნაკრების ლიდერმა ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქრო, ხოლო რაპირით შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინო თიბილაშვილმა ხლით ასპარეზობაში ვერცხლი, რაპირით კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კანადაში გამართულ მსოფლიოს თასზე, გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრში ჯამში 5 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

0.115307