ფეხბურთი

19:16 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “ჩემპიონთა ლიგა “რეალის” გოგოა”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევა ქალის მოხიბვლის პროცესს შეადარა.

“ჩემპიონთა ლიგაში წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო. მოთმინება და სტაბილურობა წარმატების გასაღებია, რომელიც შეიძლება მაშინ მოვიდეს, როდესაც ნაკლებად ელოდები.

როგორც ქალის მოხიბვლის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაშიც შედეგს ეტაპობრივად უნდა მიაღწიო. ამ მომენტში ის “რეალის” გოგოა, რადგან ესპანელებმა ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ გაიმარჯვეს და თასის მოგება წელსაც შეუძლიათ”, - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ “რეალთან” დამარცხდა მერვედფინალში. უნაი ემერის კი სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგული კლუბის დატოვება მოუწევს.

0.630381