სხვა

12:53 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთში რევოლუციური ცვლილებებისთვის ემზადებიან

ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ უძველეს სპორტის სახეობაში - წყალბურთში რევოლუციური ცვლილებებისთვის ემზადებიან. ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ეს ცვლილებები თამაშს უფრო მიმზიდველს და სანახაობრივს გახდის.

შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ბუდაპეშტში, საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) წყალბურთისადმი მიძღვნილ სამდღიან კონფერენცაზე, რომელსაც ასზე მეტი ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავყრილობის დასასრულს წყალბურთის სამყარო შეთანხმდა, რომ ახალი მოთხოვნებისთვის ფეხის ასაწყობად უმოკლეს დროში განსახორციელებელია სერიოზული ცვლილებები.

„პროგრესის მიმართულებით სვლა უნდა გავაგრძელოთ. უნდა ავამაღლოთ წყალბურთის დინამიურობა, მიმზიდველობა, ახალი თაობის ჩართულობა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა სურთ ჩვენს სპონსორებს, პარტნიორებს, მაყურებლებს, ტელევიზიებსა თუ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლებს," - უნგრული სამიტის ბოლოს განაცხადა FINA-ს პრეზიდენტმა ჟულიო მაგლიონემ.

კონკრეტული სიახლეების შესახებ ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

წყალბურთი ოლიმპიური პროგრამის ნაწილია 1900 წლის პარიზის თამაშებიდან, ქალთა წყალბურთის დებიუტი კი 2000 წელს სიდნეის თამაშებზე შედგა.

geonoc.org.ge

0.119652