ფეხბურთი

14:27 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი შესაძლოა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდეს

ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ჩინეთში ეპატიჟებიან. Mirror-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩინური გუნდი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ვენგერს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს (კონკრეტული თანხა არ გაჟღერებულა).

მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თანხმობის შემთხვევაში ვენგერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. ამჟამად ასეთი მარჩელო ლიპია, რომელიც ჩინეთის ეროვნულ ნაკრებში 24 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს.

რას გადაწყვეტს ვენგერი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, მას პსჟ-ც ეპატიჟება, ოღონდ არა მწვრთნელის, არამედ გენერალური დირექტორის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერმა ცოტა ხნის წინ “არსენალიდან” წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ფრანგი “მეთოფეებს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124786