ინგლისური “ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი ყურადღების ცენტრშია. ბოლო პერიოდში ინგლისში ყველა წარსულს იხსენებს და “ჩელსის” შეცდომაზე მიანინშებენ, როდესაც “არისტოკრატებმა” ეგვიპტელი გაასხვისეს.
ამჯერად, აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთა ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოუწია:
“ადვილი არაა ამჟამინდელი სალაჰის შედარება იმასთან, რომელიც “ჩელსიში” თამაშობდა. 4-5 წლის წინ მოჰამედი მოუმწიფებელი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან გაუმჯობესდა და იზრდება. იტალიაში თამაშის გამოცდილება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, დღეს განსხვავებული ფეხბურთელია, ვიდრე წარსულში, ამიტომ, შედარება რთულია”, - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი “ჩელსიმ” 2014 წლის იანვარში “ბაზელიდან” შეიძინა, მაგრამ მალევე იჯარით გაუშვა, ხოლო მოგვიანებით იტალიურ “რომაში” გაყიდა.