ფეხბურთი

21:20 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ეროვნულ ლიგაში გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი" მიიღო და 4:1 დაამარცხა.

მე-13 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შედეგად გაიტანა. 39-ე წუთზე კი თავად კიტეიშვილმა შეძლო თავის გამოჩენა თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ. მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარმა დუბლი შეასრულა, 54-ე წუთზე კი ბუდუსაც შეეძლო მეორე გოლის გატანა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა. 81-ე წუთზე ლაშა გოგონაიამ ანგარიში მცირედით შეამცირა, ხოლო ოთხ წუთში ლევან ხარაბაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამოს" რვა ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და ეროვნულ ჩემპიონატს "საბურთალოსთან" ერთად ლიდერობს. ფოთელები კი შვიდი ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.410389