"მარსელის" კაპიტანი დიმიტრი პაიეტი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფრანგმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 88% მიიღო. მეორე ადგილზე ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი", 12%) გავიდა.
პაიეტმა "ლაიპციგთან" მოგებულ (2:0) ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი მიმდინარე ევროპა ლიგის სეზონში 10 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს დიმიტრი მოედანზე 43 დაპირისპირებაში გამოჩნდა, თავი ცხრაჯერ გამოიჩინა და თანაგუნდელებს გოლი 22-ჯერ გაატანინა.