მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი თავის მომავალზე საუბრობს. 27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის, დარჩება თუ არა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დამდეგ სეზონში.
“ბედნიერი ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცი დავრჩები თუ არა “ატლეტიკოში” მომავალ სეზონში. კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შევხვდე და ვნახოთ, რა მოხდება”, - განუცხადა გრიზმანმა BeIN Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ფრანგ ფეხბურთელს კატალონიის “ბარსელონასთან” აკავშირებენ. გარდა ამისა, არსებობს ტურინის “იუვენტუსის” ვარიანტიც. “როხიბლანკო” პაულო დიბალას გადაბირებას აპირებს და არაა გამორციხული მხარეებს შორის ბარტერი შედგეს.