”მილოუკი ბაქსმა” შინ “ბოსტონი” 97:86 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 3:3 გახდა და გადამწყვეტი შეხვედრა ბოსტონში 29 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მილოუკმა” 26:15 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ადეტოკუმპო იყო, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი შესძინა. “ბოსტონში” 22 ქულით ტატუმი გამოირჩა.