მადრიდის "რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა მიუნხენის "ბაიერნთან" მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ორი-სამი კვირა მოედანზე ვერ გავა. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" (1 მაისი) გასამართ საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ასევე ლა ლიგაში "ბარსელონასთანაც" (6 მაისი) ვერ იასპარეზებს. მიმდინარე სეზონში კარვახალმა 39 მატჩი გამართა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.