მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი "რეალთან" 1:2 წააგო. თუმცა, "ალიანც არენაზე" იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეს დიდად არ ანაღვლებდათ. საფინალო სასტვენისთანავე, მოედანზე რამდნიმე გულშემატკივარი შეიჭრა.
სტადიონიც დაცვამ კი დროული რეაგირება ვერ მოახდინა და... მათ კრიშტიანუ რონალდუსთან "სელფი" სურდათ, ფრანკ რიბერისგან - მაისური.
საბოლოოდ, ბევრს ვერაფერს გამორჩნენ, გარდა იმისა, რომ ცნობილი გამოცემების გვერდებზე აღმოჩნდნენ.