ფეხბურთი

18:23 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: “თუ მათ რონალდუ ჰყავთ, ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი “რეალთან” მატჩის წინ აღნიშნავს, რომ მისი გუნდი კარგ ფორმაშია. 73 წლის სპეციალისტის თქმით, “რეკორდმაისტერი” ისეთივე ფორმაშია, როგორც 2013 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

“კარგი გრძნობა მაქვს. ჩვენ ისეთივე ფორმაში ვართ, როგორც 2013 წელს (“ბაიერნმა” ჰეთ-თრიქი შეასრულა – რედ). კარიერაში არაერთ დიდ მწვრთნელთან მომიწია დაპირისპირება, მაგალითად იოჰან კრუიფთან და მარჩელო ლიპისთან, ახლა კი, ძალიან მომწონს ზინედინ ზიდანის სტილი, რომელიც “რეალში” აქვს.

რონალდუ? – პორტუგალიელს ფანტასტიკური კარიერა აქვს, მაგრამ ჩვენ გვყავს ლევანდოვსკი, რომელმაც ამ სეზონში 39 გოლი გაიტანა და მისი შეჩერება რთულია. ვიდალის დანაკლისს რაც შეეხება, დიდ გუნდებს უნდა შეეძლოთ ტრავმებთან გამკლავება და ისეთი ფეხბურთელების შეცვლა, როგორიც ვიდალია. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და სამწუხაროა, რომ დაგვაკლდება. არტუროს ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ხამესმა მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი განიცადა, ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა და ახლა მისი სახლი აქაა”, - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნი” – “რეალის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114552