დღეს, დინამოს აკადემიის მოედანზე დაიწყო ვიტალი დარასელიას თასის გათამაშება. ტურნირის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს სფფ-ს აკადემიის და "ესპანიოლის" გუნდები დაუპირისპირდნენ.
საინტერესო შეხვედრა მაღალ რიტმში წარიმართა. სათამაშო უპირატესობას ძირითადად სტუმრები ფლობდნენ, თუმცა სფფ-ს გუნდიც სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს და ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. ესპანელებმა კი თავისი უპირატესობა თითო ტაიმში გატანილ თითო გოლში ასახეს და საბოლოოდ 2:0 იმარჯვეს. გოლები პოლ მოლინამ 11’ და პოლ ფელისესმა 54’ გაიტანეს.
სფფ-ს აკადემია - ესპანიოლი 0:2
გაფრთხილება: მაყაშვილი 65’ ჟისპერი 68’
სფფ- ს აკადემია: ხაბაზი, ტალახაძე, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ლატარია, ფოცხვერია, მაყაშვილი, მეხტიევი (გოგოხია 47), პატაშური (სეხნიაშვილი 52), ბეჭვაია (ჟივიძე 39), ქუნთელია (თავზარაშვილი 39)
ესპანიოლი: პლაზა (ერვასი 36), დ. მოლინა (ერასი 36), პერეირა, ბუბაქარი, მოლინო (ნიეტო 56), კუენკა, პ. მოლინა (კასტელო 30), რეგატიიო (რამოსი 36), ფორტუნი (ილალი 36), ჟუსტო (ფელისესი 36), ჟისპერი
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი თბილისის "დინამოს" ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. წელს მასში მონაწილეობენ 15 წლამდელთა გუნდები: "დინამო" თბილისი, სფფ-ს აკადემია, "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), მოსკოვის "სპარტაკი" (რუსეთი), "დინამო" კიევი (უკარინა) და "დინამო" მინსკი (ბელარუსი).
მატჩების განრიგი:
fcdinamo.ge