ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მცველი დანი ალვეში “ბარსელონაში” დაბრუნებას ეშურება. როგორც 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, “კამპ ნოუზე” დაბრუნებისგან თავს არასდროს შეიკავებს.
“ბარსელონა” ჩემი სახლია და არ შემიძლია იქ დაბრუნება გამოვრიცხო. თუ დამირეკავენ, ხვალვე დავბრუნდები”, - უთხრა დანიმ TV Globo-ს.
შეგახსენებთ, დანი ალვეში “ბარსელონაში” 2018-2016 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით დატოვა. ბრაზილიელი შემდეგ “იუვენტუსში” გადავიდა, ხოლო პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა.