სხვა

17:07 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ითამაშებს. როლანდ სვანიძის გუნდმა მესამე დივიზიონის ბოლო მატჩში ჩინეთის ტაიბეი 11:2 დაამარცხა ტურნირზე ასპარეზობა პირველ ადგილზე, 12 ქულით დაასრულა. შედეგად, საქართველო მომავალ წელს მეორე დივიზიონის რანგით მეორე დივიზიონის ჯგუფში იასპარეზებს.

მესამე დივიზიონი საქართველომ კარგად დაიწყო და მეორე დივიზიონის B ჯგუფიდან დაქვეითებული თურქეთი 6:2 დაამარცხა, შემდეგ სვანიძის გუნდმა ბულგარეთთან და ჰონგ კონგთან დაპირისპირებები შესაბამისად 5:3 და 11:1 მოიგო. მეოთხე ტურში საქართველოს შანსი ჰქონდა ვადაზე ადრე გამხდარიყო ჩემპიონი, თუმცა მასპინძელ სახრეთ აფრიკასთან 2:4 დამარცხდა.

2019 წელს საქართველოს მომავალი მეტოქეები ახალი ზელანდიის, ისრაელის, ჩრდილოეთ კორეის და მექსიკის ეროვნული ნაკრებები იქნებიან, მეხუთე მეტოქე კი მეორე დივიზიონის A ჯგუფიდან დაქვეითებული გუნდი იქნება. B ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა ლუქსემბურგი, რომელიც გასულ წელს საქართველოსთან ერთად იბრძოდა ზედა ზონაში მოსახვედრად და საბოლოოდ ფინალში ბულგარეთის დამარცხებით ჩემპიონი გახდა. ლუქსემბურგმა B ჯგუფი მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და გოლების სხვაობა -23 ჰქონდა. აქედან გამომდინარე საქართველოს მეორე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.

0.113033