ლეგენდარულმა მექსიკელმა ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 39 წლის მცველის კლუბი, “ატლასი” ოფიციალურად იტყობინება. მარკესმა საფეხბურთო კარიერაში ბოლო მატჩი “გვადალახერასთან” (1:0) ჩაატარა.
რაფამ უკანასკნელი მატჩი საკლუბო დონეზე ჩაატარა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების ღირსება დაიცვას. თუ ასე მოხდა, ეს იქნება მისთვის მეხუთე მუნდიალი. ამ შემთხვევაში მარკესი ისტორიაში გახდება მეოთხე ფეხბურთელი კარბახალის, მათეუსისა და ბუფონის შემდეგ, ვინც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება ნამყოფი.
ისე კი, მარკესს მექსიკის ნაკრებში 1997 წლიდან დღემდე 143 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას – კარიერა “ატლასში” დაიწყო (1996-199), ხოლო სახელი ფრანგულ “მონაკოში” გაითქვა, რომლის ღირსებას 1999-2003 წლებში იცავდა. შემდეგ იყო კატალონიის “ბარსელონა”, სადაც 7 სეზონი გაატარა. 2010 წლიდან კი, “ნიუ-იორკ რედ ბულზის”, “ლეონის”, “ვერონასა” და “ატლასის” რიგებში ირჯებოდა.