ფეხბურთი

2:33 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: "ზლატანი ჩვენს გეგმებში არ შედის"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე? – როგორც ჩანს, არა. შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იანე ანდერსონის განცხადებით, მის გეგმებში ლეგენდარული ფეხბურთელი არ შედის.

“ზლატანი ნაკრებში ბრუნდება? – არა! ყველა ის ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებენ. ისინი ჩვენს გეგმებში არ ჯდებიან”, - განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში დაბრუნება დაანონსა. თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი მის გამოძახებას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელებმაც გააკეთეს ზლატანის საწინააღმდეგო განცხადებებიც.

აქვე გეტყვით, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113019