იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მომახლოებულ ზაფხულზე და კერძოდ, სატრანსფერო პერიოდზე საუბრობს. იტალიელი სპეციალისტმა “ბენევენტოსთან” მატჩისწინ იხუმრა და აღნიშნა, რომ პოლ პოგბას შესაძენად მანჩესტერში ფეხითაც წავიდოდა...
“არანაირი რევოლუცია არ იქნება. მე უკვე ვთქვი, რომ ზაფხულში 3-4 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ. პოგბა? – მის შესაძენად ფეხით წავიდოდი. მანჯუკიჩიც რა თქმა უნდა, მომწონს, ისევე როგორც რონალდუ და მესი. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ძლიერია”, - განაცხადა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, მარიო მანჯუკიჩი “მილანს” დაუკავშირა. რაც შეეხება პოგბას, ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას ფრანგის გასხვისებაზე თანხმობა განუცხდა.