შვედეთის ნაკრების ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან. როგორც სკანდინავიელთა მეორე და ფრანგული “გენგამის” მეკარე კარლ-იოჰან იონსონი ამბობს, იბრაჰიმოვიჩი ინდივიდუალისტია, რომლის დაბრუნება შვედეთის ნაკრების სათამაშო სტილის შეცვლას გამოიწვევს.
“მე არ მაქვს იდეა გამოიძახებენ თუ არა მას, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე კვალიფიკაცია მის გარეშე მოვახერხეთ. ის ეგოისტია, ინდივიდუალისტი, თუმცა ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ჯგუფი. საეჭვოა არაა, რომ თუ დაბრუნდება, კარგად ითამაშებს, მაგრამ მაშინ ჩვენი სათამაშო სტილი აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა იონსონსმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზლატანმა ეროვნულ გუნდში დაბრუნება დაანონსა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე, მსოფლიოს ჩემპიონატი არ იქნება.