კალათბურთი

14:40 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი პარკეტს მალე დაუბრუნდება

საქართველოს ნაკრების და “უნიკახას” ცენტრი გიორგი შერმადინი პარკეტს 29 აპრილს ან 6 მაისს დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას laopiniondemalaga.es ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გიორგი 29 აპრილს “ბილბაოსთან” ან 6 მაისს “გრან კანარიასთან” მატჩში ითამაშებს.

გიომ მარცხენა ფეხის ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო.

მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.3 ქულას, 4.6 მოხსნას და 1 პასს აგროვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117729