“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდეს. როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი ამბობს, ამის რისკი საკმაოდ დიდია, რადგან ადვილი არ იქნება მუნდიალის დაწყებამდე 2 თვით ადრე ჩატარებული ოპერაციის რეაბილიტაცია.
“როდესაც ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 60 დღით ადრე ოპერაციას იკეთებს, ეს შემაშფოთებელია. ვინაიდან, რეაბილიტაციას მინიმუმ 5 კვირა დასჭირდება. როდესაც საქმე ძველ ტრავმასთან გვაქვს, დრო კიდევ უფრო იზრდება”, - განაცხადა ჰომერო დ’აგოსტინომ Radio 10-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, აგუერომ 3 დღის წინ მარჯვენა ფეხის მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. სერხიომ ტრავმა ჯერ კიდევ 4 მარტს მიიღო, ხოლო მოედანს 7 აპრილს დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა.