საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მერებაშვილი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. როგორც “ვისლას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 31 წლის ქართველი ფეხბურთელი საოპერაციოა და მოედანზე გასვლას 2 თვე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მისთვის დასრულებულია.
გიორგიმ კუნთის ტრავმა კრაკოვის “ვისლასთან” (2:2) მატჩში მიიღო და მე-15 წუთზე შეცვალეს.
“მერებაშვილი ჯერ კიდევ კონსულტაციებს გადის. ვიცით, რომ მესამე ხარისხის დაზიანებაა კუნთის არეში და სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გასტანს”, - ამბობს “ვისლას” ფიზიოტერაპევტი პაველ ნოვაცკი.
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.