ფეხბურთი

0:00 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "რეალის" ნახევარმცველს შეუთანხმდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დანი სებალიოსი დიდი ალბათობით კარიერიას “ლივერულში” გააგრძელებს. ესპანური და ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხბურთელის აგენტსა და ინგლისურ გუნდს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე შედგა და დანი “ენფილ როუდის” ბინადრებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ სებალიოსის “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა გადაწყვეტილია, ხოლო “ლივერპულის” გარდა, მისი სამსახურით “მილანი” და “იუვენტუსიც” არიან დაინტერესებულნი.

21 წლის ფეხბურთელმა სახელი სევილიის “ბეტისში” თამაშით გაითქვა, ხოლო გასულ ზაფხულს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

“რეალში” კი, სებალიოსმა ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში ნიჭიერმა ესპანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 20 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.115697