იტალიური “მილანის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად პოლიტიკური პარტია, “ფორცა იტალია”-ს სენატორი ანდრიანო გალიანი ჩემპიონთა ლიგაზე “რომას” გულშემატკივრობს.
როგორც გალიანიმ იტალიურ მედიას განუცხადა, “ლივერპულთან” მატჩს აუცილებლად დაესწრება და “ჯალოროსის” მხურვალედ უქომაგებს.
“გუშინ საღამოს განდინისთან ერთად ვივახშმე (“რომას” აღმასრულებელი დირექტორი – რედ) და 2 მაისს, “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომას” გულშემატკივარი ვიქნები “ლივერპულთან”.
“მილანში” გატარებული 31 წლის შემდეგ ჩვენ კონკურენტები ვიყავით ჩემპიონატში, მაგრამ ევროთასებზე მოკავშირეები ვართ. რადგან, იტალიისთვის ქულები ყველა გუნდს მოაქვს და ეს არის იმის გარანტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 4 წარმომადგენელი გვყავდეს. “ლივერპულთან” სტამბულის ფინალში მარცხის შემდეგ 3 თვე არ მეძინა. არასდროს მომხდარა, რომ ფინალში 3:0-დან ვინმეს წაეგო. ამიტომ, ფორცა “რომა”!
"იუვემ" "რეალთან" გამარჯვება დაიმსახურა. პენალტი ძალიან საეჭვო იყო, ხოლო შემდეგ ბუფონის გაძევება აბსურდული. ეს ნიშნავს, რომ არბიტრმა არ იცის ფეხბურთის ფსიქოლოგია. მოკლედ, მსაჯი იდიოტი იყო, - განაცხადა გალიანიმ.
შეგახსენებთ, “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1984 წლის შემდეგ პირველად გავიდა და მისი მეტოქე “ლივერპული” იქნება, რომელთანაც ზემოხსენებულ წელს, ფინალში დამარცხდა.