ფეხბურთი

16:58 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრა ბრუნდება: “ჩემს გარეშე ნამდვილი მუნდიალი არ იქნება”

ლოს ანჟელეს “გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება თავად 36 წლის ფეხბურთელმა გააკეთა. იბრას თქმით, მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს ფასი არ ექნება.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ. ეს ერთადერთია, რისი თქმაც ახლა შემიძლია, რადგან სხვა შემთხვევაში გამაკრიტიკებენ და ამ მომენტში ყურადღებით უნდა ვიყო იმაზე, რასაც დავაანონსებ. მაგრამ, ნათელია, რომ მუნდიალი ჩემს გარეშე არ იქნება ნამდვილი მუნდიალი, რა ტურნირი იქნება ჩემს გარეშე?”, - განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა ABC-ის.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვჩმა სანაკრებო კარიერა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა და იქედან მოყოლებული სკანდინავიელთა რიგებში არ უთამაშია.

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე F ჯგუფში გერმანიის, მექსიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.117016