თორნიკე შენგელიას “ბასკონია” დღეს, ევროლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ტურნირის ფავორიტს “ფენერბახჩეს” სტუმრად დაუპირისპირდება.
მატჩამდე თორნიკემ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი პარკეტზე მოსაგებად გავა.
“ფენერბახჩე” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ მოსაგებად გავდივართ. მათ ძალიან კარგი მაღლები ჰყავთ, ასევე კარგი სამიანის მსროლელები, ამიტომ ჩვენ მასიმუმი უნდა გავაკეთოთ”- განაცხადა შენგელიამ.
“ფენერბახჩე” - “ბასკონიას” შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.