ფეხბურთი

21:16 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალისთვის სეზონი დასრულდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, სეზონის ბოლომდე იუქმებს.

შესაბამისად, ვიდალი „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ჩილელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.128657