„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პოლ პოგბას გზები ზაფხულში გაიყრება. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის კონფლიქტი ვერ მოგვარდა და პორტუგალიელი სპეციალისტი თანახმაა, რომ პოგბამ „ოლდ ტრაფორდი“ დატოვოს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა უკვე მუშაობს ახალი გუნდის თაობაზე. ამჟამად, პოგბას მსურველ კლუბებს შორის ფავორიტად პსჟ სახელდება.
აქამდე, პოგბასა და მოურინიოს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე არაერთხელ გაჟღერდა. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ეგიდით 22 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.