ფეხბურთი

15:33 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი”-“იუვენტუსის” მატჩის არბიტრს პოლიცია იცავს

ბრიტანეთის პოლიციამ საფეხბურთო მსაჯს მაიკლ ოლივერს და მის ოჯახს დაცვა დაუნიშნა.

როგორც ცნობილია, ინგლისელი არბიტრი მადრიდის “რეალისა” და “იუვენტუსის” მატჩის (1:3) შემდეგ მუქარის წერილებს იღებს, რაც აღნიშნული თამაშის მიწურულს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება - ოლივერმა ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა, რომლის გამოყენების შედეგად “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ტურინელები კი გათამაშებას გამოეთიშნენ.

მადრიდში გამართული მატჩის შემდეგ ინგლისელი არბიტრისა და მისი მეუღლის პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნდა და მათი მისამართით მუქარა არ წყდება. როგორც AFP-ი იტყობინება, ბრიტანეთის პოლიციამ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გამოძიების პარალელურად, ოლივერების ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

0.121287