კალათბურთი

11:50 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” მეორე გამარჯვება, ისევ ზაზას გარეშე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტმა” “სან ანტონიოსთან” პლეი ოფის მეორე შეხვედრაც მოიგო.

ოკლენდში გამართულ მატჩში “მეომრებმა” 116:101 იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. გამარჯვებულთა შორის 32 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, 31 ქულა დააგროვა კლეი ტომპსონმა, სან ანტონიოელთაგან კი 34 ქულა მიითვალა ლამარკუს ოლდრიჯმა.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში, პირველი მატჩის მსგავსად, არც ამჯერად უთამაშია ზაზა ფაჩულიას, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო.

“გოლდენ სტიეიტსა” და “სან ანტონიოს” მესამე შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

დღის მეორე შეხვედრაში “მაიამიმ” სტუმრად “ფილადელფიას” 113:103 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მაიამელებს დუეინ უეიდმა ულიდერა 28 ქულით.

"გოლდენ სტეიტი" – "სან ანტონიო" 116:101 (23:25, 24:28, 33:22, 36:26) VIDEO

სერიის ანგარიში: 2:0

"ფილადელფია" – "მაიამი" 103:113 (29:22, 13:34, 33:30, 28:27) VIDEO

სერიის ანგარიში: 1:1

0.133077