ფეხბურთი

12:29 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აპირებს

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ დიდი შანსია, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე დაეხმაროს.

“მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ჩემი თამაშის შანსი დიდია” - დაწერა “ტვიტერის” პირად გვერდზე 36 წლის ფეხბურთელმა.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 2001-2016 წლებში თამაშობდა და 116 მატჩში გატანილი 62 გოლით ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან სანაკრებო კარიერა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

შვედეთი ნაკრებს რუსეთში ამ ზაფხულს გასამართი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, მექსიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119175