ფეხბურთი

18:06 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: "პსჟ, "იუვენტუსი" და ახლა "ბაიერნი"

მადრიდის “რეალის” დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრას აფასებს. მისი განცხადებით, “სამეფო კლუბს” ფინალში გასასვლელად ორი საუკეთესო თამაშის ჩატარება მოუწევს.

“ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ეს ზედიზედ მერვედ მოვახერხეთ. ახლა ყველაზე ძნელი სწორედ ბოლო ნაბიჯის გადადგმაა. “ბაიერნი” დიდი გუნდია და ორივე შეხვედრაში საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს.

მიმდინარე სეზონში ძალიან რთული გზა გვაქვს. უკვე ვეთამაშეთ პსჟ-ს, “იუვენტუსს”, ახლა კი “ბაიერნს” უნდა დავუპირისპირდეთ”, - აღნიშნა ბუტრაგენიომ.

“ბაიერნი” “რეალს” 25 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 1 მაისს, მადრიდში გაიმართება.

0.114903