მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი დისკვალიფიკაციას გადაურჩა. უეფამ აღნიშნული საკითხის განხილვა დაასრულა და ესპანელი ფეხბურთელი ნახევარფინალში თამაშს მოახერხებს.
რამოსმა, რომელიც “იუვენტუსთან” მატჩში დისკვალიფიკაციას იხდიდა, მეორე ტაიმში გასახდელში შესასვლელ გვირაბთან იმყოფებოდა, რაც უეფას წესდებით იკრძალება. ანალოგიური საქციელისთვის 4 წლის წინ, ჩაბი ალონსო დაისაჯა კიდეც, მაგრამ რამოსის შემთხვევაში იგივე არ განმეორდა.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.