ფეხბურთი

17:56 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაკონი: "ბუფონის ადგილზე მსაჯს შუაზე გავგლეჯდი"

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი ინგლისელი არბიტრის მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ვეტერანი იტალიელი კიპერის თქმით, ჯანლუიჯი ბუფონის ადგილზე რომ ყოფილიყო, მსაჯს სცემდა.

“ბუფონის ადგილზე მსაჯს სახეს შუაზე გავუხლეჩდი. ეს იქნებოდა გიჟური კარიერის დიდებული დასასრული. არ შეიძლება 93-ე წუთზე ასეთი პენალტის დანიშნვა. ჩვენ ყველანი გახარებულები ვართ “რომას” შემდეგ ეტაპზე გასვლით, მაგრამ დამწუხრებულები “იუვეს” მარცხით. “ნაპოლისთვის” უმჯობესი იქნებოდა, რომ ტურინელები ლიგის ნახევარფინალში გასულიყვნენ, რადგან ახლა მთელ კონცენტრაციას სერია ა-ზე მოახდენენ”, - განუცხადა ტაკონიმ RMC Sport-ს.

შეგახსენებთ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო წუთზე გატანილი პენალტით გავიდა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გარჩევა მოჰყვა.

0.120035