პარაგვაის ნაკრების ყოფილი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ლეგენდარული სამხრეთამერიკელის განცხადებით, საფეხბურთო მაფიამ “იუვენტუსი” გაწირა:
“საფეხბურთო მაფიამ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო”, - წერს ჩილავერტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” “რეალი” 3:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.