მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მატჩის ბოლო ნაწილი ისეთი გამოდგა, კარგა ხანს დავიწყებას რომ არ მიეცემა. იტალიელი ფეხბურთელები ინგლისელი მსაჯის, მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებამ გააცხარათ, რასაც ჯანლუიჯი ბუფონის გაძევებაც მოჰყვა.
შეხლა-შემოხლა იყო ფეხბურთელებს შორისაც. როგორც აღმოჩნდა, ჯორჯო კიელინიმ მარსელოს შემდეგ რამ უთხრა:
“თქვენ იხდით” – ძნელი მისახვედრი არაა, რომ საუბარი მსაჯის გასამრჯელოზეა...
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “რეალი” 3:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო წუთზე პენალტით გაიტანა.