ფეხბურთი

20:05 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიატოვი “შახტარში” რჩება

ანდრეი პიატოვმა “შახტართან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. დონეცკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის მეკარე უკრაინის 10-გზის ჩემპიონის რიგებში 2020 წლის 31 დეკემბრამდე ითამაშებს.

პიატოვი, რომელიც “ვორსკლას” აღზრდილია, დონეცკურ კლუბს 2007 წელს შეუერთდა და მას შემდგომ, მათი კარი 378 ჯერ დაიცვა. მან მიმდინარე სეზონში “შახტარის” რიგებში 36 შეხვედრა ჩაატარა, 31 გოლი გაუშვა და 15-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ანდრეი უკრაინის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს და საკუთარი ქვეყნის მაისური 80-ჯერ აქვს მორგებული.

0.115333